ვინ არის მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ქალი – ჩვილი სამშობიაროდან დედის გარეშე გაწერეს

სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტი 37 წლის ნატალია აბრამიშვილია.
ნატალია აბრამიშვილისთვის ეს მეორე მშობიარობა იყო და გოგო გაუჩნდა. მას პირველი შვილიც გოგონა ჰყავს.
„კვირას“ ინფორმაციით, ნატალია აბრამიშვილმა კლინიკა „ნინოში“ პარასკევს, 10 აგვისტოს იმშობიარა. რაც შეეხება ჩვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოჯახის წევრებმა დღეს, 13 აგვისტოს, სახლში წაიყვანეს.
მშობიარობის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. მას სისხლდენა დაეწყო. პაციენტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იგი ოპერაციამდე გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის საქმესთან დაკავშირებით, მოკვლევას იწყებს.
როგორც „კვირას“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოს წარმომადგენლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კლინიკა „ნინოს“ და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს შეამოწმებენ.
ამასთან, პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები