სუდანში ქალს ქრისტიანზე დაქორწინების გამო ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

 

სუდანის სასამართლომ 27 წლის ქალს ჩამოხრჩობა მიუსაჯა იმის გამო, რომ ის ქრისტიანს გაყვა ცოლად. მას მრუშობისთვის ასი დარტყმაც მიუსაჯეს, რადგან სასამართლომ მისი ქორწინება ბათილად ცნო.
ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციის Amnesty International-ის ინფორმაციით, ქალი, რომლიც ამჟამად ორსულობის მერვე თვეში იმყოფება, ქრისტიანულად აღიზარდა, თუმცა ხელისუფლება მას მუსულმანად მიიჩნევს, რადგან ქალის მამა, რომელსაც ის არც იცნობდა, ისლამის მიმდევარი იყო.
სუდანის კანონით, მუსულმან ქალებს უფლება არ აქვთ, სხვა კონფესიათა წარმომადგენლებს გაყვნენ ცოლად. ასეთი ქორწინება გაუქმებულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები