უკრაინაში აზერბაიჯანის დიასპორის ლიდერი დაჭრეს
კიევის ცენტრში აზერბაიჯანის გაერთიანებული კონგრესის მდივანს უკრაინაში როვშანა თაგიევს დაესხნენ თავს. აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობით, უცნობმა პირებმა თაგიევი მაშინ დაცხრილეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა. მას უნომრო მანქანიდან ესროლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ.
თაგიევი მხარში დაიჭრა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Vesti. Az აზერბაიჯანის კონგრესის მეთაურის, გუდრატა გაჯიევზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და ავტომანქანა, რომლითაც ისინი მიიმალნენ, მოგვიანებით ქალაქგარეთ დამწვარი იპოვეს.
აზერბაიჯანის გაერთიანებული კონგრესი 2013 წელს შეიქმნა და მას როვშანა თაგიევა ხელმძღვანელობდა. იგი უკრაინის ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელიც იყო. 2014 წლის აპრილიდან, უკრაინის კრიზისის ფონზე თაგიევას ხელმძღვანელობით ასამბლეა ქვეყნის ერთიანობას უჭერდა მხარს. იგი მთელი უკრაინის მაცხოვრებლებს მოუწოდებდა, რომ ,,შეეწყვიტათ ნებისმიერი სპეკულაციები ნაციონალურ ნიადაგზე და მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინათ ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის დასამყარებლად“.