მამუკა არეშიძე: პრეზიდენტმა მისი მთავარი ფუნქცია უნდა იცოდეს და ქვეყანა არ უნდა შეურაცხყოს

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ქვეყანა უნდა წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
მისივე შეფასებით, დღეს სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია სამწუხარო ფაქტია.
“ერთხელ, ჟურნალისტებმა ბრალი დამდეს იმაში, თითქოს “მაესტროს” ეთერში განვაცხადე, რომ არსებობს უცხოეთიდან მოსული წერილები, რომლებიც მარგველაშვილის არაკორექტულ ქმედებებზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ბევრი იყო, მე არ მქონდა სურვილი, განმემარტა, რა ეწერა ამ წერილებში და ზუსტად ამ ერთ-ერთი წერილის შინაარსი იყო გამოტანილი იმ ინფორმაციაში, რომელიც გავრცელდა დღეს სოციალურ ქსელში და რომელიც სამწუხარო ფაქტია.
საქართველოს პრეზიდენტს აქვს შეზღუდული უფლებები. მისი მთავარი ფუნქცია და უფლება არის – საქართველოს წარმოადგენდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები