მამუკა არეშიძე: მარგველაშვილმა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ადამიანების შეწყალებაზე არსებულ კითხვებს უნდა უპასუხოს

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოტიკების მოხმარებასთან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ადამიანების შეწყალებაზე არსებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
“იმისათვის რომ საზოგადოებამ – ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ნარკოტიკების მოხმარების, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ადამიანების შეწყალების, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის საქმეში – რასაც პატრიარქი ფიქრობს და ამბობს – არის მართალი, მან უნდა მოახდინოს ამის დეზავუირება. ამისთვის არსებობს არაერთი გზა, სასამართლო და ასე შემდეგ”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილს არ მოსწონს პრეზიდენტის გადაცდომები, მას უნდა ახსოვდეს, რომ იგი სახელმწიფოს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები