შალვა ნათელაშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პედოფილებს 30-წლიანი პატიმრობით და კასტრაციით ემუქრება

0

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი პედოფილიაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კანონით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა, რადგან პედოფილია ბევრად მძიმე დანაშაულია.

ნათელაშვილის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დანაშაულის შემთხვევებმა მოიმატა, სასჯელი კი მინიმალურია.

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, პედოფილიაზე დაწესდება 30-წლიანი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით. ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, პედოფილებზე, ჩვენი მომავლის მტრებზე უნდა მიწა იწვებოდეს ფეხქვეშ და მე ამას გავაკეთებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი