„საპარტნიორო ფონდს“ პორტუგალიის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ფონდში პორტუგალიის საქმიანი წრეების ოფიციალური დელეგაცია მიიღო. საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებით კომპანია News Museum და Elevolution group SGPS არიან დაინტერესებულნი. ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პორტუგალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრაში მონაწილე პორტუგალიური მრავალპროფილიანი კომპანიები მსოფლიო ბაზარზე მასშტაბური პროექტებით არიან წარმოდგენილნი. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება გზების, ხიდების, სხვადასხვა ტიპის შენობების, მათ შორის, საავადმყოფოების, გვირაბებისა და წყლის სისტემების მშენებლობა, ასევე, ნარჩენების გადამუშავებაა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები