ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას პასუხობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.
მინისტრი გუშინ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებდა, შეეფასებინა, რამდენად სწორი იყო ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენა.
„თეა წულუკიანი ცდილობს შეაფერხოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის ინკლუზიური, ფართო და გამჭვირვალე პროცესი. კომენტარი, რომელიც გუშინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ნათელია, რომ მიზნად ისახავს ერთ რამეს: გადაიტანოს აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესიდან ასეთ საკითხებზე და ამგვარად შეაფერხოს ინკლუზიური, ფართო და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კანდიდატურის შერჩევის მიზნით. ჩვენ მას ამ პოლემიკაში არ შევყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ პოლემიკურ რეჟიმში გაგრძელდეს საუბარი. ჩვენ ახლა გვაქვს სახელმწიფოებრივი ამოცანა და მთელი ჩვენი დრო, ენერგია და რესურსი იქნება მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე ჯეროვნად შევასრულოთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა სხვა სახელმწიფო უწყება გაიაზრებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას, შექმნილ მძიმე ვითარებას და იმოქმედებს სახელმწიფოებრივად”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები