თეა წულუკიანი პრეზიდენტს: ნინო გვენეტაძის წარდგენის გადაწყვეტილებას რა ნაკლი ჰქონდა

იუსტიციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეაფასოს, რამდენად სწორი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის დანიშვნის გადაწყვეტილება.

„საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე არ მჩვევია, როდესაც ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველასთან შეთანხმებით, დავდგები მედიის წინაშე, განვაცხადო – წარმოგიდგენთ კანდიდატურას და როდესაც ეს ადამიანი შემდეგ გადადგება, მას, რამდენიმე საათში, უკან დავაწიო ქვა. ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩემი მიდგომა არის სხვანაირი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მის თანამშრომლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ, პარლამენტს შესთავაზეს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, შეაფასონ მაშინდელი გადაწყვეტილება და გვითხრან, საზოგადოებასაც და მეც, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, რატომ იკავებენ თავს შეფასებისგან, რაც იყო დღემდე და რას აპირებენ მომავლში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, ნინო გვენეტაძის წარდგენის გადაწყვეტილებას რა ნაკლი ჰქონდა.

„ქალბატონი ნინო, როგორც იცით, ძალიან ბევრ პრობლემას იყო შეჭიდებული და საქართველოს პრეზიდენტი ალბათ, იყო საქმის კურსში, თუ რა გამოწვევები ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მუშაობის დროს. მე, პირველ რიგში, ველოდებოდი და დღემდე ველოდები პრეზიდენტის შეფასებას, თუ როგორ აფასებს ის მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მის გადაწყვეტილებას, იმ კონსულტაციებს, რომელიც თავის დროზე გამართა, ჰქონდა თუ არ ამ კონსულტაციებს ნაკლი, იყო თუ არა ისეთი ვინმე, ან ინსტიტუტი ან ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო კონსულტაციებში ჩართული და ასე შემდეგ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები