სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით, 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. საწარმოში 1000 ტონა თხილი გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP), საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს” თანადაფინანსებით დაფუძნდა.
საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ.
იური ნოზაძემ ხაზი გაუსვა თხილის სექტორის პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ასეთი საწარმოების გახსნა დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები