ეკა ბესელია მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე „პროკურატურის შესახებ” ახალი კანონპროექტი და პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის ის საკითხები განიხილეს, რომელიც პარლამენტში მთავარი პროკურორის ანგარიშის მოსმენას შეეხება.
„ეს იყო ჩვენი პირველი სამუშაოა შეხვედრა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი ავირჩიეთ. პირველ რიგში, რასაკვირველია, ეს შეხვედრა შეეხებოდა „პროკურატურის შესახებ” ახალ კანონპროექტს და იმ ძირითად პრინციპებს, რასაც უნდა დაეყრდნოს ეს კანონი. ორგანული კანონი მიღებული უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთვის. მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო მთავარი პროკურორის ახალი ხედვა, ამ საკითხთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ასევე პარლამენტის ახალი რეგლამენტის იმ პრინციპებზე, რომელიც ეხება მთავარი პროკურორის ანგარიშის მოსმენას პარლამენტში. ჩემთვის, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ორივე ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ, შეხვედრის კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები