სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოსთან, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან 2008 წლის აგვისტოს ომზე, კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და გადადგმული კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება აგვისტოს ომის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებზე გამახვილდა. შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა დისკუსიაც, ასევე, მოეწყო თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის – „მცოცავი საზღვრები” ჩვენება.
ღონისძიებას ევროპის საბჭოსთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები