“მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ხდება”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს ამ გადაწყვეტილებით, ხდება ნარკოტიკების ლეგალიზაცია. მისივე განმარტებით, სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის დასჯა ამ ნივთიერებების მოხმარებისთვის, არასწორია.
“პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არ შეიძლება ადამიანები ისჯებოდნენ ნარკოტიკის მოხმარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს ამ გადაწყვეტილებით ხდება ნარკოტიკების ლეგალიზაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობს, რომ ხდება ლეგალიზაცია. სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის დასჯა ამ ნივთიერებების მოხმარებისთვის არ არის სწორი. ეს არის ჯანსაღი და ადამიანზე ორიენტირებული პოზიცია. მეორე მხრივ, ადამიანის დასჯას არ ვემხრობით, ეს არადემოკრატიულია, მაგრამ ამავე დროს, არ ვემხრობით ნარკოდამოკიდებულებას, იმიტომ, რომ ნებისმიერი დამოკიდებულება ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები