“ვადასტურებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
“ეს წელი არის საქართველოში კონფლიქტის 10 წლისთავი, კონფლიქტის, რომელიც, სამწუხაროდ, კვლავ დაურეგულირებელია. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და დავადასტურო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. მე მუდამ მახოვს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები, განსაკუთრებით უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები