დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავს ეხმაურება. დონალდ ტუსკი განცხადებას ქართულ ენაზე ტვიტერში აქვეყნებს.
„დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის 10 წლისთავს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“, – წერს დონალდ ტუსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები