“ის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ზრდის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებს“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ერთიორად ზრდის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებს. რაც შეეხება იმას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, ან დაუჭერს თუ არა საერთოდ რომელიმე კანდიდატს, ქვარაიას თქმით, გადაწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა.
“ის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ერთიორად ზრდის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებს. რაც შეეხება იმას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, ან დაუჭერს თუ არა საერთოდ რომელიმე კანდიდატს, გადაწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა . ამ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს“, – აცხადებს ქვარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები