მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო (ფოტო,ვიდეო)

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე სხვადასხვა სამხედრო სავარჯიშო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წვრთნების ამ ეტაპზე, ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან. საერთაშორისო წვრთნაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოებს ასრულებს. საბრძოლო ჯავშანმანქანის, „სტრაიკერების“ დახმარებით, საცეცხლე მომზადებას გადიან აშშ-ის II საკავალერიო პოლკის სამხედრო მოსამსახურეებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კი, ქართველ სამხედროებთან ერთად, ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ ევროპული სარდლობის ლიდერობით, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლება წინა წლებთან შედარებით, ფართომასშტაბიანია – გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, სწავლებაში ჩართული გერმანული ჯავშანტექნიკისა და ამერიკული ავიაციის რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები