სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ბრიგადის სატანკო და საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. ჯარისკაცები, მაიორ გოგი ნოზაძის მეთაურობით, 6 თვის განმავლობაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ სამშვიდობო მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდნენ.
„ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ოპერაციის რაიონში კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი. IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულმა ჩაანაცვლა“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები