დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ პრეზიდენტს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, არჩევნების თარიღის დროულად დასახელებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი კომენატარი მათიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ როდის დაასახელებს პრეზიდენტი თარიღს. საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვით ადრე დაასახელა პრეზიდენტმა თარიღი და რა გავლენა მოახდინა ამან საარჩევნო პროცესზე, კარგად გვახსოვს, – ძალიან გააძვირა წინასაარჩევნო გარემო. არგუმენტაცია კი, პრეზიდენტის მხრიდან, იყო ის, რომ პარტიებს დიდი დრო უნდა ჰქონდეთ, რათა კარგად მოემზადონ არჩევნებისთვისო. როდესაც საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, რატომღაც ამ მხრივ არ ხდება დროული გადაწყვეტილების მიღება. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რათა ქვეყანამ, კონკრეტულმა პარტიებმა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან, დროულად გაიგონ, როდის იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები