სვანეთში მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის მანქანებს ქვები დაუშინა (ფოტო)

სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა და უწყების ავტომობილი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოასახლეობამ ასევე საფრთხე შეუქმნა უწყების თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
„სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ, გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. რის გამოც, ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისთვის საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია – მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები