სასამართლომ თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვითაც ისინი აბაზოვის გათავისუფლებას 40.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თავის მხრივ, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები არ ჰქონდა.
პარალელურად, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან აბაზოვის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 13 ივნისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები