ხე-ტყის უკანონო ჭრა – საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.
როგორც „კვირას“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრიფინგის თემა ხე-ტყის უკანონო ჭრა იქნება.
ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხე-ტყეს სჭირდება გონივრული დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის, რაც ხორციელდება დღეს სვანეთში, არის ამ სტრატეგიის ფარგლებში, რადგან მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 15 შემთხვევა და 15 პირია დაკავებული უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები