ავარიის შედეგად, სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გუშინ გვიან ღამით მსუბუქი ავტომანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა, რომელსაც საავადმყოფოში პაციენტი გადაჰყავდა.
შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.