ფოთში პოლიციელს, რომელმაც ქურდობის მცდელობისას მამაკაცს ესროლა, პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს სახით უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 20 ათასი ლარი შესთავაზა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით ედება, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,
სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს.

პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები