გიორგი გაბიტაშვილი: საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათი სახეობების განსაზღვრა, მათი რიგითობის განსაზღვრა – ეს საგამოძიებო კომისიაზე უშუალოდ გამომძიებლის კომპეტენციაა

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა ის ფუნქციები და უფლებამოვალეობები განმარტა, რაც გამომძიებლებს და პროკურორებს, ასევე მაღალი თანამდებობის პირებს სისხლის სამართლის საქმის გამომძიების პროცესში აქვთ დაკისრებული.

„სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათი სახეობების განსაზღვრა, მათი რიგითობის განსაზღვრა ეს არის უშუალოდ გამომძიებლის კომპეტენცია და საქმეზე ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორის კომპეტენცია. ის ინფორმაცია, რასაც მაწვდიდა ქალაქის პროკურორი არ შეეხებოდა უშუალოდ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ რიგითობას, მათ ხარისხს. მე ინფორმაციას ვკითხულობდი და ვღებულობდი მტკიცებულებების შესახებ, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კონკრეტული პირის მიმართ მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაცია მე მივიღე ორ პირთან მიმართებაში, რომელიც დღეს მსჯავრდებულია, ხოლო რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რიგითობას, იმ სტრატეგიას, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში განხორციელდა, ამის თაობაზე, სამსახურებრივად ამ თემებში არ ვერევი და არც კონკრეტულ საქმეში არ ჩავრეულვარ”, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები