„კუპრავამ თქვა, რომ ტელეფონი, სადაც ჩანაწერი იყო, ბავშვმა დაკარგა, ხოლო ხელნაწერი ფურცლები სადღაც ოფისში იყო“

ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ ირაკლი აბესაძის შეკითხვაზე, თუ რატომ არ წარმოადგინა ზვიად კუპრავამ ჩანაწერი, რომელიც მან ზაზა სარალიძის სახლში გააკეთა არასრულწლოვნებთან გასაუბრების დროს, უპასუხა, რომ კუპრავამ ყველანაირად აარიდა თავი ამ ჩანაწერის გამოძიებისათვის მიწოდებას.

„სამწუხაროდ კუპრავამ ეს ჩანაწერი არ წარმოადგინა, ჯერ თქვა რომ ტელეფონი იყო დაზიანებული და შემდეგ თქვა, რომ ეს ტელეფონი ვეღარ იპოვა რადგან მისცა ბავშვს და მან სად წაიღო, არ იცის. ასევე ვიცი, რომ მისი ჩვენებაა საქმეში, ის ამბობს რომ ფურცელზეც ვიწერდი ამ ყველაფერსო, როდესაც მოვთხოვეთ ამ ხელნაწერების წარმოდგენა, რომელიც თითქოს უმნიშვნელოვანესი იყო, მან თქვა, რომ სადღაც ოფისში ჰქონდა და არ იცის“, – აღნიშნა კოტე სირაძემ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები