კონსტანტინე სირაძე: თუ კალანდიას დანაშაული გამოიკვეთება, მე ვიქნები პირველი, ვინც დევნას დაიწყებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ მიხეილ კალანდიას ქმედებებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა პოზიცია ჰქონდა პროკურატურას გამოძიების ეტაპზე მის მიმართ და ასევე ახალ გამოძიებასაც გაუსვა ხაზი.

„ამ კონკრეტული მოცემულობით, ამ გარემოებაზე გვქონდა საუბარი ზაზა სარალიძესთანაც, როდესაც მას შევხვდი ჩემს სამუშაო კაბინეტში, აი ამ კონკრეტული გარემოებით, რომ მ.კ.-ს ქმედება მხოლოდ იმის გამო შეფასდეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თამონაწილეობად, მტკიცებულებითი სტანდარტი მხოლოდ ამ გარემოებებით არ ქონდა ბრალდების მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარეობს ხომ გამოძიება, თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული პირდაპირი მტკიცებულება, რაც მე როგორც პროკურორს მომცემს საშუალებას, პირველი მე ვიქნები, ვინც დევნას დავიწყებ მ.კ.-ს მიმართ განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობაზე“ , – აღნიშნა კონსტანტინე სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები