გერმანიაში ლტოლვილთა დაწესებულებაში ქართველებს თავს აფრიკელები დაესხნენ

გერმანიაში ლტოლვილთა დაწესებულებაში ქართველებს თავს აფრიკელები დაესხნენ,- ამის შესახებ გერმანული პრესა ბრანდერბურგის პოლიციის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გერმანელი სამართალდამცავების ცნობით, აიზენშუთენშტატში ლტოლვილთა სტატუსის მთხოვნელთა ბანაკში რეიდი ჩატარდა. რეიდის საფუძველი კი აფრიკელებს და ქართველებს შორის კონფლიტი გახდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, რეიდში 120 პოლიციელი მონაწილეობდა, რომლებმაც ჩხრეკის დროს შენობაში 55 იარაღი, იარაღთან მიმსგავსებული და ბასრპირიანი ნივთები აღმოაჩინეს. პოლიცია წერს, რომ მანამდე, 20 ივლისს აფრიკელები რკინის ჯოხებით დაესხნენ თავს ქართველებს, რა დროსაც 4 კავკასიელი დაშავდა, ამ თავდასხმის საბაბი კი 29 წლის ქართველსა და 18 წლის სუდანელს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რომლის დროსაც დაშავდა აფრიკელი. გერმანელი სამართალდამცველების ცნობით აფრიკელები დაკავებულები არიან, პოლიციამ კი სასამართლოსგან კონფლიქტის გამეორების მაღალი რისკის გამო იგივე დაწესებულების ხელახალი ჩხრეკის უფლება მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინციდენტის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ საქართველოში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ამ ინციდენტის დროს ვინმე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები