ფოთში დაკავებულ პოლიციელს ბრალი შეცვლილი მუხლით წარუდგინეს

ფოთის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც 23 ივლისს დააკავეს, ბრალი წარუდგინეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ 333 – მუხლის მესამე ნაწილი 116 მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.
თავად დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს ადვოკატის თქმით, პოლიციელი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის შესაბამისად და მას კანონი ამის უფლებას აძლევს.
23 ივლისს ფოთში, Pay Box‎-ის აპარატის გატეხვის დროს წინააღმდეგობის გაწევისას, პოლიციელის მიერ თავში გასროლით გარდაცვლილი პირი იდენტიფიცირებულია.imediniws-ის ინფორმაციით, ის 20 წლის ნაზიმ გუზანოვია, რომელიც მანამდე პასუხისგებაში სამჯერ იყო მიცემული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები