მიხეილ კალანდიას გამოკითხვა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ კალანდიას გამოკითხვა დასრულდა. სპეციალიზებული შენობა ბრალდებულმა 4 -საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგი, ოჯახის წევრები და ადვოკატები ესწრებოდნენ.
მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება შსს-ს გადაეცა, ინტენსიურად იკითხებიან მკვლელობის თვითმხილველები. ბრალი წარუდგინეს დამატებით ორ ადამიანს – მერაბ მორჩაძეს მოწმეზე ზეწოლის გამო და მირზა სუბელიანს – შეუტყობინებლობის გამო.
მანამდე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც 31 მაისს საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ განაჩენი გამოაცხადა, რომლითაც დავით სარალიძის მკვლელობა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, მისი მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შეიქმნა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომლის უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები