შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე 25 წლის ირანის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე 25 წლის ირანის მოქალაქე დააკავა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდეობით, 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, „ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები