თურქეთის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 245-მდე გაიზარდა

თურქეთის პროვინცია სამინაში, სომნას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 245-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ იილდიზმა განუცხადა. 
მინისტრის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მაგრამ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ იქ ვინმე ცოცხალი იყოს გადარჩენილი. ადგილზე ამ დროისთვის 500-მდე მაშველი მუშაობს. 
აფეთქების დროს,  მიწისქვეშ 787 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები