სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო სუბელიანისა და მორჩაძის მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდა. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. ამასთან, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მირზა სუბელიანის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 5 000 -ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება არის არასამართლიანი და არაადეკვატური. სასამართლოს 20 000 – ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა მერაბ მორჩაძის დაცვის მხარემ.
ადვოკატის თქმით, მორჩაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ პრობლემები აქვს. სასამართლომ ადვოკატების მიერ წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული – სუბელიანი და მორჩაძე კვლავ წინასწრ პატიმრობაში რჩებიან.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა. რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, ის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები