პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთად ისადილეს
პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დღეს რესტორან “პურის სახლში” ერთად ისადილეს. ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის სადილის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელებით გავრცელდა. სავარაუდოდ, ქვეყნის პირველი პირების სადილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შედგა.