სააკაშვილი: უკრაინისა და მთელი ევროპის ბედი დნეპროპეტროვსკში წყდება

   საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის მოვლენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დნეპროპეტროვსკში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. “დღეს მე დნეპროპეტროვსკის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი რეგიონალური სახელმწიფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვესაუბრე. ასევე შეხვედრები დავგეგმე ადგილობრივი ოლქის გუბერნატორთან იგორ კოლომოისკთან. მე თქვენს ქალაქში ჩამოვედი იმიტომ, რომ დნეპროპეტროვსკის მოვლენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომავალში უკრაინისა და მთელი ევროპისთვის. ის, რომ თქვენ შეძელით ექსტრემიზმის თავიდან აცილება, შეაჩერეთ ადმიანები, ვისაც უკრაინის დაშლა სურს, გაანეიტრალეთ საგარეო დივერსიული სამუშაო, ის, რომ თქვენს ქალაქში ახალი პროტოტიპის არმია შექმნეს, ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ დნეპროპეტროვსკი უკრაინის ცენტრი გახდა. თქვენი ოლქის ხელმძღვანელობას აქვს ძალა და სურვილი, რომ გაატაროს რეფორმები. ვფიქრობ, დენპროპეტროვსკში განვითარებულ მოვლენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპისთვის. ჩვენ – ყველამ უნდა გავუწიოთ დნეპროპეტროვსკს საერთაშორისო პოპულარიზაცია, რათა გავაცნოთ თქვენი ქალაქი საერთაშორისო საზოგადოებას. მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც დნეპროპეტროვსკში ხდება “, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ დნეპროპეტროვსკში პუტინმა ვერ შეძლო საკუთარი სცენარის რეალიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები