პროკურორი: წითელი ჯიპის მფლობელისგან ინფორმაციის მიღება პირველივე წუთებიდან ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ ის არც მაშინ და არც შემდეგ არაფერს ამბობდა

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს დაუსვეს შეკითხვა, თუ რატომ არ დაიკითხა დროულად მოწმე იორდანიშვილი, რაზეც შაყულაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „პირველი დღიდან ტელევიზიაში ტრიალებდა და აქედან გახდა ჩემთვის ცნობილი წითელი ჯიპის პატრონი და ამ თემის მუსირება. დამაინტერესა ეს ადამიანი დაკითხული იყო თუ არა, რაზეც დავურეკე პოლიციის უფროსს და ვკითხე დაკითხული იყო თუ არა წითელი ჯიპის პატრონი. მპასუხობს, რომ წითელი ჯიპის პატრონი საათებია უკვე აქ გვყავს, ვარწმუნებთ, რომ რაღაცა თქვას, თქვენც დარწმუნდით ალბათ რა თქვა და რა არ თქვა და ამის შემდეეგ მთავაზობს ასეთ წინადადებას პირადად მე, მოდით მიშა ეს ადამიანი ახლა გავუშვათ, შევეცდები ოპერატიულად ჩავატარო მოქმედებები, რომ გადარწმუნდეს ეს ადამიანი და იქნება გვითხრას რაღაცა და გაუშვეს, იმიტომ რომ არ გაორებულიყო ჩვენებები. ერთი დაგვეკითხა პირველ დღეს, მერე დაგვეკითხა შემდგომ და განსხვავებები არ ყოფილიყო ჩვენებებში და 18 დღის მანძილზე ახორციელა ოპერატიული მუშაობა, მათ შორის მინისტრიც კი გამოვიდა და მოუწოდა მოქალაქეებს რომ მიეცათ ჩვენებები, დახმარებოდნენ გამოძიებას. და შემდგომში ვეღარაფერი რომ ვერ გავაკეთეთ 18 რიცხვში დაიკითხა იორდანაშვილი“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები