“ხორავას საქმის” საპარლამენტო კომისიის წევრებმა სუბელიანი და კალანდია საპატიმროში გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გამოკითხეს.
გამოკითხვა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საინტერესო პასუხები მიიღეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
,,ბუნებრივია, ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იქნება გადამოწმებული. ეს ინფორმაცია იქნება შეპირისპირებული სხვა ინფორმაციებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ამის შემდეგ. “,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ბრალდებულებმა დეტალური პასუხების გასცეს.
,,დავსვით აბსოლუტურად ყველა ის შეკითხვა, რომელიც გაჟღერდა საზოგადოებაში, რომელთა შესახებაც არსებობდა შეკითხვები როგორც დაზარალებული ოჯახის მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან. ბრალდებულებმა გაგვცეს დეტალურად პასუხები“- განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მიღებულ ინფორმაციას სხვა ჩვენებების საფუძველზე გაანალიზებენ შემდგომ ეს ინფორმაცია აისახება კომისიის დასკვნაში.
მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს მისჯილი.
თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მ.კ-ს მამაა, დანაშაულის დაფარვისთვისა დეკემბერში დაკავეს. ასევე პასუხისგებაში არიან მიცემული მ.კ-ს ძმა-ლუკა კალანდია და თავად მ.კ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები