მაღაროში აფეთქების შემდეგ თურქეთის მოსახლეობა ერდოღანის ავტომობილს დაესხა თავს

აგრესიულად განწყობილი ხალხი თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ავტომობილს დაესხა თავს, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი” იუწყება. მანიფესტანტები ერდოღანის ხელისუფლების გადადგომას მას შემდეგ ითხოვენ, რაც თურქეთში, მანისას პროვინციის მაღაროში აფეთქების შედეგად  238 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მანისას პროვინციის ქალაქ სომაში, მაღაროში აფეთქებას 238 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 120-მდე ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებით, სავარაუდოდ, ნანგრევებში 120-მდე ადამიანია დარჩენილი. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები