„ბეკოს” მაღაზიიდან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე, პოლიცია ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია ,,ბეკოდან” მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე, ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„22 ივლისს, 05:35 წუთზე, სამმა პირმა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია “ბეკოდან” მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალა. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-იდან 5 წლამდე ისჯება. ბოლო პერიოდში, „ბეკოს“ ზემოხსენებული მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე, გლდანის პოლიციაში კიდევ ორ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ორივე შემთხვევაში, დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებული არიან არასრულწლოვნები. ჩატარდა მათი გამოკითხვა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები