პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც ქვეყანამ უზარმაზარი დანაკარგი განიცადა – 200-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა და მრავალი მათგანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
ამ დიდი მწუხარების ჟამს, მინდა ქართველი ერის სახელით გულწრფელად მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობა გამოვუცხადო თურქეთის ხელისუფლებასა და მთელ თურქ ხალხს“, -აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები