ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სხდომის დაწყებამდე, ბრალდებულის ადვოკატი აღმკვეთის ღონისძიების, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაოს ითხოვდა. ბრალდების მხარე კი წინასწარ პატიმრობას. მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანს დ.ღ-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„დ.ღ.-მ გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას, დავით სარალიძემ ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში, აღნიშნული აბსოლუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ამასთან, დ.ღ-მ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს არ შეხვედრია. გამოძიებით კი საწინააღმდეგო დასტურდება.

„დ.ღ. შეხვდა ზაზა სარალიძეს და ისაუბრეს ინციდენტთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს მოტივის დასადგენად, თუ რატომ შეცვალა მან ჩვენება“, – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

სასამართლოს შემდგომი სხდომა 24 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები