ექსმინისტრებმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ პროკურატურის კითხვებს უპასუხეს

მთავარ პროკურატურაში ექსმინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს.

როგორც „კვირას“ მთავარ პრუკურატურაში განუცხადეს, უწყების საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე სწორედ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – განუცხადეს “კვირას“ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები