ეგვიპტეში მუმიების „სახელოსნო“ აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა და გერმანელმა მკვლევარებმა მიწისქვეშა კომპელქსი აღმოაჩინეს. ეს ნამდვილი „სახელოსნოა“, სადაც საუკუნეების წინ გარდაცვლილების მუნიფიცირება ხდებოდა.

მკვლევარებმა ეს ადგილი კაიროდან 30 კილომეტრში, სოფელ საკარაში აღმოაჩინეს.

ტიუბინგენის უნივერსიტეტი იუწყება, რომ კომპლექსი მიწის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეშია. მუშაობის პროცესში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გვირაბი და სპეციალური ოთახები, სადაც გარდაცვლილების მუნიფიცირება ხდებოდა. ასევე ნაპოვნია ხის სამი სასახლე, სარკოფაგი, რომელიც ძვირფასი ქვებით არის გაწყობილი, აღმოჩენილია ხუთი მუმიაც, რომელთაც, როგორც ჩანს, უკანასკნელ გზაზე ძვირფასი ნივთები ჩააყოლეს.

მიწისქვეშა კომპლექსში ნაპოვნი ზოგიერთი მუმია ცალკე ოთახში იყო დასვენებული, ზოგი – სერთოში. შესაბამისად, მკვლევარების აზრით, განცალკევებით აღმოჩენილი ნეშთები მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა.

ამ აღმოჩენაში ყველაზე საინტერესო ნიღაბია, რომელიც ერთ-ერთ მუმიას ეკუთვნის. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ის დამზადებულია მოოქროვილი ვერცხლისგან. გაირკვა, რომ აღნიშნული ნეშთი ქალღმერთ მუტის (ეგვიპტურ მითოლოგიაში ცის ღმერთად არის ცნობილი) მსახური და გრძნეული იყო. მუმია ძველი ეგვიპტის მე-16 დინასტიას განეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები