თამარ სანიკიძე ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ჟირი ზლატუშკას და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ: ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი და მისი მოადგილე ვერონიკა სიდო.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა მრავალი ახალი თანამშრომლობითი ინიციატივა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. როგორც მხარეები შეთანხმდნენ, თანამშრომლობა გაგრძელდება და შემუშავდება ერთობლივი პროექტები, მოხდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა. ორმხრივი ურთიერთობები ქართველ ახალგაზრდებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს საშუალებას მისცემს, გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა ერთობლივ პროექტში ჩაერთონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები