ოკუპირებულ აფხაზეთში ცოლმა ქმარი ცემით მოკლა
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში მომხდარი კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა-ცოლმა ქმარს სხეულის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქმარი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, დაშავებული დ. ავიძბა სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქალა ტვინის დაზიანება ჰქონდა, სახის მრავლობითი ტრავმები და თავის ქალის ფუძის ძვლის მოტეხილობა. ოჯახური კონფლიქტის მიზეზი და ასევე დაღუპულის ასაკი უცნობია. თუმცა, როგორც მედია იუწყება, ცოლი თავად ჩაბარდა ადგილობრივ სამართალდამცველებს და ქმრის მკვლელობა აღიარა.