ჰელსინკში, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს (ვიდეო)

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.
ტრამპმა პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მიულოცა. თავის მხრივ პუტინმა აღნიშნა, რომ „დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ“.
„მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი საკითხი უნდა განვიხილოთ. ჩვენს ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები აქვთ ურთიერთობები დაალაგონ. როგორც ვამბობდი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგი რამეა“, – განაცხადა ტრამპმა.
ლიდერებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საათი გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები