„ქართული ხალხური ცეკვის ანთროპოლოგია“ – საჯარო ლექცია გაიმართება
18 ივლისს, 17:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საჯარო ლექცია „ხალხური ცეკვის ანთროპოლოგია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, საჯარო ლექციას – „ხალხური ცეკვის ანთროპოლოგია“ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფოლკლორისა და ქართული ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი გაუძღვება.
ქართული ხალხური ქორეოგრაფიას საუკუნოვანი ისტორია აქვს.
სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. ბაგინეთის გათხრების დრო აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.).
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი 83/23; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმი.