რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების“ გერმანულენოვანი თარგმანი პრესტიჟული პრემიის შორთლისტშია – ხმის მიცემა გრძელდება
რეზო ჭეიშვილის “ცისფერი მთების“ გერმანულენოვანი თარგმანი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია – წლის საუკეთესო წიგნი დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობებიდან Hotlist 2018-ში შორთლისტში მოხვდა.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Edition Monhardt-მა გერმანიაში გამოსცა რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები“. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ეკატერინე ტეტიმ და იულია დენგმა იმუშავეს.
ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბმულზე: https://www.hotlist-online.com/wahllokal-polling/