ცხინვალის მხარემ დაკავებული 17 ქართველი გაათავისუფლა

ცხინვალის მხარემ დაკავებული 17 ქართველი გაათავისუფლა. ინფორმაცია “კვირას“ შს სამინისტოში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გათავისუფლებულებისგან 15 საჩხერის მკვიდრია, 2 კი -ხაშურის რაიონიდან არის. ბოლო პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ოსურმა მხარემ, ჯონჯოლის საკრეფად წასული 20-მდე ქართველი დააკავა. ამ დროისთვის იზოლატორში კიდევ რამდენიმე გატაცებული რჩება, მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები