თამარ ხულორდავა: ნატოს სამიტი ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი თვალსაზრისით

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, მოლოდინი იმის, რომ ნატოს სამიტზე საქართველო მიიღებდა მაპს ისედაც არ ყოფილა.

ხულორდავას თქმით, მიუხედავად ამისა სამიტი ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი თვალსაზრისით.

„ეს სამიტი არ აღმოჩნდა და არც იყო მოსალოდნელი, რომ იქნებოდა გარღვევა იმ კუთხით, რომ ჩვენ გავხდით და ვხდებით უკვე ნატოს წევრი. მაგრამ სამიტი ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი თვალსაზრისით. იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან ბევრი ძლიერი, სერიოზული მხარდამჭერი გზავნილები გაკეთებული, როგორც დეკლარაციაში ისე უმაღლესი პირების განცხადებებში”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები